top of page
ნონა პოსტერი.jpg

საქართველო უნიკალური ისტორიის მატარებელი, ულამაზესი ქვეყანაა, სადაც მამაცი და მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ.

ბოლო ასწლეულია, ჩვენს ქვეყანას რუსული მახრჩობელა გუდავს, რომელიც გვიმახინჯებს და გვპარავს ისტორიას. გვაჯერებს ,რომ უღირსი და მშიშარა ერი ვართ, რომ ქრისტე სიყვარული კი არა ძალადობა და დიქტატურაა, რომ ჩვენ თითქოს და ერთმანეთის სიძულვილისთვის დავიბადეთ.

დღეს, როცა უკვე ჩვენი იდენტობა და თავისუფლება გახდა გადასარჩენი, ისე როგორც არსდროს, გვჭირდება გამოფხიზლება.

გახსენება „ რანი ვიყავით?“ , გააზრება „რანი ვართ? " და განსაზღვრა“ რანი ვიქნებით?"

რუსული მახრჩობელა ყოველთვის მარცხდება იქ, სადაც დემოკრატიაა.

მას არ უყვარს და ეშინია თავისუფალი, მამაცი ადამიანების.

ამიტომაც ჩვენ: ერთმანეთის, მეგობრების, ოჯახის და სამშობლოს სიყვარულის გახსენება გვჭირდება.

იმისათვის,რომ დავიბრუნოთ საქართველოს მონატრებული ემიგრაციაში მყოფი: დედები,მეუღლეები,შვილები.

იმისათვის, რომ საქართველოს დავუბრუნოთ რუსი აგრესორის მიერ მოგლეჯილი მიწები,დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ძმები და სათანადოდ მოვემზადოთ ამ იარების მოსაშუშებლად.

სწორად განვსაზღვროთ მტერ-მოყვარე.

არ შეგვეშინდეს მეგობრის გვერდში დგომის. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ საერთო მტერი გვიტევს.

ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი

უნდა იყოს- ფეხზე წამოვაყენოთ ჩვენი სამშობლო, გავაძლიეროთ და ავაყვავოთ ჩვენი: ეკონომიკა,მრეწველობა,სოფლის მეურნეობა.

.მადლობა გადავუხადოთ ყველა მეომარს და

გვახსოვდეს, რომ ქვეყნის აღდგენა უპირველესად რიგითი ჯარისკაცის ღირსების აღდგენიდან იწყება.

ახლა გამოფხიზლების და ღირსების დაბრუნების დროა !

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ ქართულ ფასეულობებს !

და სწორედ ესაა საქართველოს გზა დემოკრატიისკენ !

ნონა მამულაშვილი

1: About
bottom of page